ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით,მოსწავლე ახალგაზრდებმა,ქალაქის ცენტრალურ ხეივანში „ვეფხისტყაოსანი“ საჯაროდ წაიკითხეს.როგორც პროექტის ხელმძღვანელი ინგა ქარჩავა ამბობს,“ ეს პროექტი საქართველოში ათი წელია რაც არსებობს, ზუგდიდში კი ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდა.პროექტის მიზანია ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ეროვნული საგანძურის წარმოჩენა და ახალგაზრდების დაინტერესება ჭეშმარიტი ფასეულობებით.“ ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
მასალის გამოყენების პირობები