ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მწერალ დათო ტურაშვილის წიგნის "ტყეების მეფეს" პრეზენტაცია გაიმართა. როგორც თავად ავტორი ყვება წიგნი საქართველოს ისტორიის ერთ–ერთ გამორჩეულ ფიგურაზე დავით აღმაშენებელზეა და იგი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. ტურაშვილი აქვე დასძენს, რომ სწორედ ამ სცენარის მიხედვით იგეგმება მომავალში დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღება.
მწერალსა და მოწვეულ სტუმრებს შორის კითხვა–პასუხის რეჟიმში დიალოგი გაიმართა.
საღამოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიზო სართანია თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები