Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/8d6f8160e5979a0c9d0eb8c65f3a8a58.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
ექსპორტის 25 პროცენტი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის
საქართველოდან ექსპორტის მოცულობამ იანვარ-ოქტომბერში შარშანდელთან შედარებით 16 %-ით მოიმატა და 2 მილიარდ 306 მილიონ დოლარს მიაღწია. 2007 წლიდან დღემდე მისი მაჩვენებელი ზუსტად 2,3-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური ავრცელებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სასაქონლო ჯგუფებში პირველი ადგილი და მთლიანი ექსპორტის 25% კვლავ მსუბუქი ავტომანქანების რეექსპორტს უკავია. მისი მოცულობა შარშანდელთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და 568,7 მილიონი დოლარი შეადგინა. სამაგიეროდ, 15% -ით შემცირდა ფეროშენადნობების ექსპორტი 192,8 მილიონ დოლარამდე. მესამე ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, რომლის გაყიდვები საზღვარგარეთ 2,5-ჯერ გაიზარდა და 118,4 მილიონ დოლარს მიაღწია. 61-61% -ით მოიმატა თხილისა და მინერალური წყლების ექპორტმა და შესაბამისად, 177,7 მილიონი და 83,8 მილიონი დოლარი შეადგინა, ღვინის ექსპორტი კი შარშანდელთან გაორმაგდა 92,2 მილიონ დოლარამდე, რაც შეეხევა აზოტოვანი სასუქების რეალიზაციას, ის უცვლელი დარჩა - 110,8 მილიონი დოლარი. ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე 582 მილიონი დოლარით აზერბაიჯანია (მასზე მთლიანი ექსპორტის 25,3% მოდის), მეორე ადგილზე 257 მილიონი დოლარით - სომხეთი (11,2%), მესამეზე 153 მილიონი დოლარით - თურქეთი (6,6%).
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.