სამარშრუტო ტაქსებში სოციალურად დაუცველი პირები 50%-იანი შეღავათებით 28 ნოემბრიდან ისარგებლებენ, - ამის შესახებ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" ავრცელებს ინფორმაციას.
კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსის” გენერალური დირექტორი დავით ასანიძე სოციალურად დაუცველი პირების შეღავათიან მგზავრობასთან დაკავშირებით ბრიფინგს დღეს კომპანიის ოფისში გამართავს.
სამარშრუტო ტაქსებში სატრანსპორტო შეღავათების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 20 ნოემბერს საკრებულოს სხდომაზე მიიღო. ამასთან დაკავშირებით თბილისის 2013 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. ბიუჯეტით განისაზღვრა 300 000 ლარი, რომელიც სოციალურად დაუცველი პირების სამარშუტო ტაქსებში სატრანსპოტო შეღავათებისათვის დაიხარჯება.
შეღავათების დაწესების გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მერიის ინიციატივით მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები