ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთი აღადგინეს. მისი მონტაჟი სოფელში გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. მინარეთის აღმართვაში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობდა. პროცესს სამართალდამცავები აკონტროლებდნენ.
პარალელურად, სოფელში მინარეთის აღმართვას აპროტესტებდა რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი, ისინი საქართველოში თურქული ექსპანსიის მოსალოდნელ გაძლიერებაზე საუბრობდნენ.
მინარეთის დემონტაჟი აგვისტოს ბოლოს მოხდა, მაშინ ამის ოფიციალური მიზეზი უკანონო მშენებლობა გახდა.
როგორც სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთი ჯემალ პაქსაძე აცხადებს, მიმდინარეობს მუშაობა კანონდებლებთან ერთად, რათა საკანონმდებლო ბაზა მოგვარდეს და დაახლოებით 40-მე მეჩეთი, რომელიც საქართველოშია, დარეგისტრირდეს.
მამა დავით ისაკაძის განცხადებით, ადგილი, სადაც მინარეთი აღმართეს არის, მათი წინაპრების სისხლით მორწყული მიწაა.
"ეს სწორედ მუსლიმებთან ბრძოლაში სისხლით მორწყული მიწა. ორგმაგად უფრო შეურაცხმყოფელია ის, რაც დღეს აქ მოხდა. მე მგონი ქართველი ადამიანი არ შეეგუება ამას. ეს არის თურქული ექსპანსია, ევროკავშირის დაკვეთა", - აცხადებს მამა დავითი.
აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები