ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეს 38 პუნქტით დაეცა და 1.6916 -ს მიაღწია.
ეროვნული ვალუტა 1.69 ნიშნულზე ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა.
ლარმა შეუმჩნევლად გაუფასურება ნოემბრის დასაწყისში დაიწყო, როდესაც დოლართან მიმართებაში 1,67-ს მიაღწია. თუმცა, ეროვნული ბანკი ვალუტის დევალვაციაში განგაშის საფუძველს ვერ ხედავს და მას სეზონურ ფაქტორად მიიჩნევს.
ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ რყევები ჩვეულებრივი მოვლენაა.
"ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი რეზერვები იმისთვის, რომ არ დაუშვას მნიშვნელოვანი გაუფასურება. მარტივი რყევები, ეს ბუნებრივი პროცესია - კურსი ხან ზემოთ იწევს, ხან პირიქით, ეცემა", - განუცხადა ჟურნალიტებს ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ.
მასალის გამოყენების პირობები