Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/XXXX.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
ვილნიუსში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში საქართვველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო "კემპინსკში" გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მარტინ შულცს არაღიარების პოლიტიკასა და ევროპარლამენტის მიერ საქართველოსათვის სხვადასხვა სფეროებში გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობა. მარტინ შულცმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ევროპული არჩევანი და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამიტის მნიშვნელობაზე და ევროკავშირში საქართველოსა და მოლდოვას პერსპექტივებზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მათი შეხვედრა ისევ შედგება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.