Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/devnilta-saministro.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/devnilta-saministro.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/devnilta-saministro.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/devnilta-saministro.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
1 მარტიდან 1 250 ლარის დასაბეგრი შემოსავლის მქონე 6 000-ზე მეტი დევნილი შემწეობას ვერ მიიღებს
როგორც დევნილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განმარტა, ეს არ გავრცელდება მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანის ოჯახის წევრებზე და ისინი დევნილთა შემწეობას ჩვეულებრივ აიღებენ. "დასრულდა 2014 წლის ბიუჯეტის კანონის განხილვა, რომელშიც გათვალისწინებულია დევნილთა შემწეობის 45 ლარამდე გაზრდა. ამასთან, მე დღეს მივემგზავრები პარლამენტში, სადაც ადამიანის უფლებათა და სხვადასხვა კომიტეტებში პირველი მოსმენით მოხდება იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც სხვა მრავალ ცვლილებებთან ერთად სტატუსის საკითხს უკავშირდება. ჯერჯერობით, საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა უკვე მიღწეულია შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის, ახალშობილებსაც დევნილი სტატუსი შეუნარჩუნდებათ, თუნდაც მათ ერთი მშობელი ჰყავდეთ დევნილი. რაც შეეხება მათ მიმართ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური ვალდებულებების თემას, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის თემაა", - განაცხადა დარახველიძემ. მინისტრის თქმით, 2014 წლის 1 მარტის შემდეგ დევნილთა შემწეობას ვერ მიიღებენ ის დევნილები, რომელთაც თვეში 1 250 ლარის დასაბეგრი შემოსავალი აქვთ. როგორც მინისტრმა განაცხადა, ასეთი დევნილების ოდენობა ამ დროის მონაცემებით, 6 000-დან 7 000-მდე მერყეობს. "შესაძლებელია, ადამიანს ერთ თვეში ჰქონდეს ასეთი შემოსავალი და მომავალ თვეში შეუწყდეს. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ მათ ავტომატურად აღუდგებათ დევნილის შემწეობა. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ ეხება მათ ოჯახის წევრებს. შეიძლება, ოჯახის ერთ-ერთ წევრს ჰქონდეს ასეთი შემოსავალი და ვერ მიიღოს დევნილის შემწეობა, თუმცა ეს არ ვრცელდება მის ოჯახის წევრებზე", - განმარტა მინისტრმა. კითხვაზე, როგორ მოხდება ამა თუ იმ დევნილის შემოსავალის ცვლილებების განსაზღვრა, მინისტრის თქმით, ეს მარტივია და ამგვარ მონაცემებს სამინისტრო შემოსავლების სამსახურიდან მიიღებს. "ყველა მოწესრიგებული იურიდიული პირი ყოველთვე აბარებს საშემოსავლო დეკლარაციას, სადაც აისახება შემოსავალი. შესაბამისად, ჩვენ ამ მონაცემებს შემოსავლების სამსახურიდან მივიღებთ", - განაცხადა დარახველიძემ. წყარო: სააგენტო “პირველი”  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.