ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ცვილლებები შევიდა. გამგეობის სამსახურებისა და საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად ერთ წლიანი სამუშაო გამცდილება საკმარისი იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 29 ნოემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული.
ცნობისთვის, მოხელის თანამდებობათა დასაკავებელად კონკურსის ჩატარების ინსტრუქცია და მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკრებულომ 21 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, გამგეობის სამსახურების და საკრებულოს აპარატის უფროსიის თანამდებობის დასაკავებლად ორ წლიანი მუშაობის გამოცდილება იყო საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები