ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ვილნიუსის "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის" შედეგებს მიესალმება. ამის შესახებ ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რასმუსენი მიიჩნევს, რომ ვილნიუსის სამიტი განმსაზღვრელი მომენტია ევროკავშირის ურთიერთობაში აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებთან.
"ვულოცავ აზერბაიჯანს, საქართველოსა და მოლდოვას სუვერენული არჩევანის გაკეთებას მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის თაობაზე მათ ურთიერთობებში ევროკავშირთან. დღევანდელი შეთანხმებები შემდგომში გააუმჯობესებს რეფორმებს, სავაჭრო ურთიერთობებსა და ხალხთა შორის კონტაქტებს. ეს შეთანხმებები ხელს შეუწყობს თავისუფლების, სტაბილურობის განვითარებას და აყვავებას ევროპაში. მივესალმები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო ორი წლის დღის წესრიგს, რაც გააძლიერებს და განავითარებს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს. ეს არის ის მიზნები, რასაც ნატო იზიარებს და მხარს უჭერს ნატო-ს პარტნიორობისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის პროგრამის მეშვეობით",-ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.
"ipn"
მასალის გამოყენების პირობები