უკრაინული სამოქალაქო მოძრაობა "საერთო საქმის" კოორდინატორის, ალექსანდრ დანილიუკის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოედანზე უკრაინის სპეცრაზმის "ბერკუტის" მიერ ევროინტეგრაციის მომხრეთა დარბევის შედეგად, 40 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი. ამის შესახებ უკრაინული "მეხუთე არხი" იუწყება.
ამასთან, ალექსანდრ დანილიუკის თქმით, დაკავებულია აქციის 33 მონაწილე, რომლებიც კიევის მილიციაში არიან მოთავსებული.
კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილი ევროინტეგრაციის მომხრეები სპეცდანიშნულების რაზმმა "ბერკუტმა" წუხელ, გვიან ღამით რეზინის ხელკეტების გამოყეებით დაარბია.
ამ დროისთვის მოედანზე მობილიზებულია მილიცია, აქტივისტებმა კი თავი მიხაილის ტაძარს შეაფარეს.
მასალის გამოყენების პირობები