შიდსთან ბრძოლის კვირეულის ფარგლებში დღეს, 30 ნოემბერს ზუგდიდის თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი- „ თავისუფლების შუაღამე“ გაიმართა. კვირეულის ფარგლებში ასევე გამოიფინა შიდსით დავადებულთა, სხვადასხვა სახის, ნამუშევრები. შემოსული თანხა კი, მთლიანად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შიდსით დაავადებულ ბავშვებს გადაერიცხებათ.
კვირეულს, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდთან ერთად რამდენიმე ორგანიზაცია ერთობლივად ახორციელებს.
„ დღესდღეობით შიდსით დაავდებულთა რიცხი სტაბილურად, მაგრამ მაინც მატულობს.ამ ხრივ ერთ-ერთი რეგიონი, რომელიც საყურადღებოა, ეს არის სამეგრელო. არავის არ ვაშინებ, მაგრამ მინდა რომ გავფრთხილდეთ, - ამბობს შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის დირექტორი იზა ბოდოკია.
ამასთან, კვირეულის ფარგლებში ასოციაცია „ათინათის“ ერთ-ერთი პროექტის „ ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარების“ ახალგაზრდულმა კლუბებმა, 10 პარტნიორ საჯარო სკოლაში გარკვეული რაოდენობის თანხა შეაგროვა, რომელიც ასევე შიდსით დაავადებულ ბავშვებს გადაეცემათ.
ცნობისთვის, 2013 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური პათოლოგიის ცენტრში, შიდსის ვირუსით ინფიცირებულების 4084 შემთხვევაა რეგისტრიტებული. მათ შორის, 3000 მამაკაცი, 1084 ქალი. ამავე მონაცემების თანახმად, ამჟამად, მკურნალობას 1730 პაციენტი იტარებს, მათგან 41 ბავშვია.
მასალის გამოყენების პირობები