კიევში, გუშინდელი დარბევის დროს 40 ჟურნალისტია ნაცემი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საიტი Цензор.НЕТ -ი Телекритику-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტები გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან სპეცრაზმის მიერ მომიტინგეების დარბევის დროს დაშავდნენ.
ვებ-გვერდზე ჩამოთვლილია დაშავებულების ვინაობა. მათ შორის არიან როგორც ჟურნალისტები, ასევე ოპერატორები და ფოტოგრაფები.
დაშავებულთა შორის არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები