Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/23.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/23.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/23.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/23.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ზუგდიდის დროშის, გერბისა და საპატიო მოქალაქის ატრიბუტიკის დამზადებისთვის 25 ათასი ლარი გამოიყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საკუთარი დროშა და გერბი ექნება. ზუგდიდის საკრებულომ საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებით, ზუგდიდის გერბი და დროშა გაუსლი წლის აგვისტოში დაამტკიცა, თუმცა დღემდე მისი დამზადება ვერ მოხერხდა.

„ზუგდიდის დროშა და გერბი პირველად მზადდება. ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენ მანამდეც გვქონდა ტენდერი გამოცხადებული, მაგრამ ჩაგვეშალა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ საკრებულოს კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ რევაზ ხაინდრავამ.

ამასთან, როგორც რევაზ ხაინდრავა განმარტავს, საპატიო ზუგდიდელის მინიჭების საკითხიც დღის წესრიგში დგას და ამ საკითხზე ატიურად მუშაობენ.

„დებულებაში ცვლილებები შეგვაქვს და ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობები კომისიებში, საკრებულოსთან არსებულ საზოგადოებრივ დარბაზი, საკერბულოში და ა.შ. ზუგდიდის საპატიო მოქალაქის შერჩევის პროცედურა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა სხვადასხვა სფეროდან კოლექტიური განცხადებები უკვე ორი წელია შემოდის“, - ამბობს რევაზ ხაინდრავა. ზუგდიდის გამგეობამ დროშის, გერბისა და საპატიო მოქალაის ატრიბუტიკის დამზადებისთვის 25 ათას 480 ლარი გამოყო. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერის ბოლო ვადა, დღეს, 2 დეკემბერს იწურება, თუმცა, ჯერჯერობით, ტენდერში არც ერთ პრედენდენტს მონაწილეობა არ მიუღია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.