სინოპტიკოსები დღეს დასავლეთ საქართველოს სანაპიროზე შტორმს პროგნოზირებენ. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ,რომ დღეს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, რის შედეგადაც ამინდი მკვეთრად გაუარესდება. ქვეყნის დაბლობში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მთასა და მაღალმთებში თოვა და ქარბუქი.
ამასთან, შავ ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, დღის ბოლოს, წვიმა შეიძლება თოვლში გადავიდეს.
4 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა რამდენიმე დღით სიცივე შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები