შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის სქემაში ცვლილების შეტანის შესახებ კონსულტაციებს აგრძელებს.
ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და განათლების სფეროში მომუშავე ექსპერტებს ხვდება.
შეხვედრის მიზანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვრის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტის გაცნობაა.
პროექტის მიხედვით, იმ აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გაიგივების შემდეგ მოხდება. ამ ცვლილების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც შედარებით რთული ვარიანტი წერეს, ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ზღვართან მიახლოვებული ქულა მიიღეს.
ცვლილების გატარება შესაძლებელი გახდება, თუ ტესტში, რომელიც მხოლოდ არჩევითპასუხებიანი დავალებებისაგან შედგება (მაგ: ზოგადი უნარები), მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ისე განისაზღვრება, რომ სწორი პასუხების შემთხვევითი გამოცნობის ალბათობა მინიმუმამდე დავა.
პროექტის მიხედვით, ცვლილების განხორციელება შესაძლებელი გახდება ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის მხოლოდ 3 ქულით გაზრდის
მასალის გამოყენების პირობები