რიკოთის უღელტეხილზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, სოფელ ხევთან ე.წ ტრაილერის მოცურებით გამოწვეული საცობის გახსნის პროცესი მიმდინარეობს, რის გამოც ავტოტრანსპორტის გატარება დროებით შეუძლებელია.
საცობი რიკოთის უღელტეხილზე მას შემდეგ შეიქმნა, რაც თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 148-ე კილომეტრზე, სოფელ ხევთან მისაბმელიანი ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალება მოცურდა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.
შემთხვევის ადგილზე სიტუაციას საპატრულო პოლიცია და ადგილობრივი საგზაო სამსახურები არეგულირებენ.
მასალის გამოყენების პირობები