შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, უამინდობის გამო თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან რიკოთის, გოდერძის, წალკა-ნინოწმინდისა და კობი-გუდაურის უღელტეხილებზე.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნულ მიმართულებებზე გადაადგილება შეზღუდულია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის.
დღის საათებში მოძრაობა დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებისთვის მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება კვლავ შეზღუდული იქნება.
მასალის გამოყენების პირობები