საქართველოს რკინიგზა მზადაა დამატებითი რეისები დანიშნოს. ამის შესახებ რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"სს "საქართველოს რკინიგზა" უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შექმნილ შეფერხებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რკინიგზაზე სამგზავრო და სატვირთო მატარებელთა მოძრაობა ხორციელდება შეუფერხებლად. საჭიროების შემთხვევაში "საქართველოს რკინიგზა" მზადაა, დამატებითი რეისები დანიშნოს. "საქართველოს რკინიგზა" ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები