უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტალი ზახარჩენკომ სამართალდამცავებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება აუკრძალა.
ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, უკრაინის შს მინისტრი აქციის ორგანიზატორებსაც მიმართავს გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ აქციის მონაწილეების უსაფრთხოება.
ზახარჩენკო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, კანონდარღვევებისგან თავი შეიკავონ, იყვნენ ტოლერანტულები და არ აყვნენ პროვოკაციებს.
როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, სამართალდამცავებისთვის უკვე ცნობილია იმ კანონდამრღვევთა ვინაობა, ვინც კიევში 24 ნოემბრიდან 1 დეკემბერის ჩათვლით დანაშაული ჩაიდინა.
"ipn"
მასალის გამოყენების პირობები