მესტიის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია. რამდენიმე სოფელი ადმინისტრაციოულ ცენტრს დროებით მოწყვეტილია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა გაუცხადა.
„გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ალბათ რამდენიმე დღეში გაიხსნება, თუმცა 9-10 დეკემბერს თოვლს ისევ ველოდებით. ზუგდიდი-მესტის ცენტრალურ გზა გაწმენდილია, თუმცა მძღოლებს მოცურების საწინაარმდეგო ჯაჭვების გამოყენებას ვურჩევ“,- აღნიშნა რადიო „ათინათთან“ საუბარში კაპიტონ ჯორჟოლიანმა
ცნობისთვის, 9 დეკემბერს სინოპტიკოსები მთელ საქართველოში თოვლსა და დაბალ ტემპერატურას ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები