ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის ივნისში გაიმართება. თვითმმართველობის არჩევნებისთვის განსაზღვრული თვე მთავრობის კანცელარიის რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი მელაშვილმა რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას დაასახელა.
მელაშვილმა გადაცემაში თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებულ კრიტიკულ მოსაზრებებზე განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა
მასალის გამოყენების პირობები