უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს ექსპრეზიდენტი უკვე კიევშია და ის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს აგარაკზეა. უკრაინული ინტერნეტ-გამოცემების ცნობით, სააკაშვილთან ერთად უკრაინაში „კმარელები“ ჩავიდნენ, რომლებმაც 2003 წელს საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ მოაწყვეს. კიევში ასევე „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ორგანიზატორები არიან. კიევში უკვე იმყოფება „ფერადი რევოლუციების“ აქტივისტების „მასწავლებელი“ სერბი, მარკო ივკოვიჩი. სხვადასხვა ინფორმაციით სააკაშვილის ევრომაიდანზე მისვლა ხვალ არის დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები