ჩვენ გვსურს, რუსეთსა და საქართველოს შორის სათანადო ურთიერთობები ვიხილოთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საკითხი რუსეთის ლიდერებთან შეხვედრებისას ყოველთვის განიხილება. აღნიშნული კომენტარი ვიქტორია ნულანდმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, განიხილება თუ არა საქართველოს თემა რუსეთში მისი ვიზიტისას, რომელიც დღეს იწყება.
"ჩვენი გზავნილი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ამავდროულად, ჩვენ გვსურს ვიხილოთ სათანადო ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის, რაც მოაგვარებდა ოკუპაციას და ბორდერიზაციას, რაც ძალიან საშიში საკითხია", - განაცხადა ნულანდმა.
მასალის გამოყენების პირობები