ქუთაისში მომხდარ ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჟურნალისტი ემა გოგოხია საკუთარი ავტომანქანით ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც მიყენებული ტრამვების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებმაც მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყეს. ემა გოგოხია სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს.
ipn
მასალის გამოყენების პირობები