Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/nadzvi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/nadzvi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/nadzvi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/nadzvi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
უკანონოდ მოჭრილ ნაძვის ხეებზე მკაცრი კონტროლი განხორციელდება
წინასაახალწლოდ, სახელმწიფო ტყის ფონდებიდან უკანონოდ მოჭრილ ნაძვის ხეებზე მკაცრი კონტროლი განხორციელდება, - ამის შესხებ დღეს გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ განაცხადა. ხათუნა გოგალაძემ წინასაახალწლოდ ნაძვისა და სხვა წიწვოვნების მასობრივი ჭრის პრევენციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, რომელშიც გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, წინასაახალწლო სამზადისის ნაწილი გახდა დიდი რაოდენობით წიწვოვანის მოჭრა. ნაძვის ხეების, ან წიწვოვანების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთზე მოპოვების შემთხვევაში ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების, დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირი დაჯარიმდება 200-დან 1000 ლარამდე თანხის ოდენობით. გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა გარემოსთვის მიყენებული ზიანი თუ აღემატება 1000 ლარს, პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. ხათუნა გოგალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ გაუფრთხილდნენ ნაძვებს, ნუ მოჭრიან საახალწლოდ. თუ ცოცხალ ნაძვს ერთი მილიონი ოჯახი მოინდომებს საახალწლოდ, ეს არის დაახლოებით 700 ჰექტარი ტყე და თუ ასე გავაგრძელეთ, მალე ნაძვი სახლში კი არა, ტყეშიც აღარ იქნება. მინისტრის თქმით, მათი მიზანი ადამიანების დასჯა არ არის, არამედ ბუნების დაცვა და გაფრთხილება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.