საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო შეზღუდვები მოქმედებს.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ135–კმ156 (ჩუმათელეთი–ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები