ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოსულმა თოვლმა ზუგდიდი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეაფერხა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოენასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ განუცხადა.
„სოფელ ყულიშკარის აღმართზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დილის 7:00 საათზე დაიწყო, სადაც თოვლის საფარი 30 სმ-ს აღწევდა. დაახლოებით ერთ საათში გზა უკვე გაწმენდილი იყო“,- ამბობს მაია ღურწკაია.
ცნობისთვის, წუხელ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა.
მასალის გამოყენების პირობები