საქართველოს საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო შეზღუდვები მოქმედებს. გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ135–კმ228 (ჩუმათელეთი–ქუთაისი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვლის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ1-კმ56 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ36 მონაკვეთში თავისუფალია, ხოლო კმ36-კმ56 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთში დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები