Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/zaladoba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/zaladoba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/zaladoba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/zaladoba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ოჯახური ძალადობის მიხედვით სამეგრელო-ზემო სვანეთი ლიდერობს
ქმრის მიერ ცოლის ცემას უფრო მეტად ოჯახის საქმედ მიიჩნევს სამეგრელოს მოსახლეობა. ამის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის ირინა ჯაფარიძის განცხადებით, მათ გამოიკვლიეს საზოგადოებრივი ცნობიერება და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში. კვლევის თანახმად, ძალიან დაბალია იმ რესპონდენტთა ნაწილი, რომელიც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციას მიმართავდა. თუმცა, ირინა ჯაფარიძის ინფორმაციით, გასული წლის კვლევისგან განსხვავებით, მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია. კერძოდ, 2009 წელს გამოკითხულთა 74 პროცენტს მიაჩნდა, რომ ოჯახში ძალადობა მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის საქმეა. კვლევის ავტორის, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლის ნანა სუმბაძის ინფორმაციით, ძალადობის შესახებ ბევრად უფრო თავისუფლად საუბრობენ თბილისში და კახეთში, ხოლო ძალიან თავშეკავებულად სამეგრელოსა და ზემო სვანეთში. კახეთში კი გამოიხატა შეწუხება იმ ფაქტით, რომ აღნიშნულ რეგიონში ოჯახური ძალადობა ძალზე გავრცელებულია. რაც შეეხება ასაკობრივ ფაქტორს, 31 წლამდე ადამიანები ბევრად უფრო ღიად საუბრობენ ვიდრე უფროსები, 60 წელს გადაცილებული ადამიანები კი მიიჩნევენ, რომ პოლიციას ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ადამიანმა არ უნდა მიმართოს. ამასთან, მკვეთრად გამოიკვეთა განათლების როლი. კერძოდ, უმაღლესი განათლების ადამიანები ბევრად უფრო ადვილად აღიარებენ ოჯახური ძალადობის ფაქტებს და მიაჩნიათ, რომ ეს არის კრიმინალური აქტი და მისი მოთმენა არც ერთ შემთხვევაში მიღებული არ არის. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 34,6 პროცენტი მიიჩნევს, რომ ცოლის ცემა გამართლებულია, თუკი ის შვილებს ყურადღებას არ აქცევას, საჭმელს წვავს, უარს ამბობს ინტიმური კავშირზე, ან ნებართვის გარეშე გადის სახლიდან. რაც შეეხება ოჯახური ძალადობის გავრცელებას რეგიონების მიხედვით, ამ კუთხით ლიდერობს კახეთი 81,60 პროცენტით, თბილისი - 81.10 პროცენტით და სამეგრელო-ზემო სვანეთი - 70.60 პროცენტით. რესპონდენტთა 58 პროცენტი მიიჩნევს, რომ ძალადობა ოჯახში მიუღებელია და ყოველთვის უნდა დაისაჯოს კანონით, 34 პროცენტი მიიჩნევს, რომ ძალადობა ოჯახში მიუღებელია, თუმცა ყოველთვის არ უნდა დაისაჯოს კანონით. 4 პროცენტისთვის ძალადობა მისაღებია, ხოლო 4 პროცენტს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. ქმრის მიერ ცოლის ცემას დანაშაულად აფასებს გამოკითხულთა 69 პროცენტი, 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქმრის მიერ ცოლის ცემა ოჯახის საქმეა, ხოლო 6 პროცენტის პასუხია - არ ვიცი. ცოლის ცემას გამართლებულად მიიჩნევს სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკითხული მოსახლეობის 23.40 პროცენტი, იმ შემთხვევაში, თუ ცოლი ყურადღებას არ აქცევს ბავშვს. ამავე მიზეზით ცოლის ცემას გამართლებულად მიიჩნევს კახეთში გამოკითხულთა 11,70 პროცენტი და თბილისელი რესპოდენტების 6.20 პროცენტი. რაც შეეხება მამაკაცების მიერ ქალების მოტაცებას, კვლევაში აღნიშნული საკითხიც მოხვდა. რესპოდენტთა 79 პროცენტი მიიჩნევს, რომ მოტაცების შემთხვევაში ქალი არ უნდა გაყვეს მამაკაცს, 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ უნდა გაყვეს სექსუალური ურთიერთობის შემთხვევაში, ხოლო 4 პროცენტი მიიჩნევს, რომ მოტაცების შემდეგ ცოლად არ უნდა გაჰყვეს მამაკაცს. რესპოდენტთა 91.40 პროცენტს მიაჩნია, რომ ქალმა ძალადობის შემთხვევაში ოჯახის წევრებს უნდა მიმართოს. 80,00 პროცენტი მიიჩნევს, რომ ნათესავებს უნდა მიმართოს, 79.20 პროცენტის აზრით, უნდა გაეყაროს ქმარს, 78.90 პროცენტი მიიჩნევს, რომ უნდა მიმართოს მეგობარს, ხოლო 73.70 პროცენტი მიიჩნევს, რომ მან ეკლესიას უნდა მიმართოს. გამოკითხულთა 65.9 პროცენტს მოსალოდნელად მიაჩნია, რომ ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლმა პოლიციას უნდა მიმართოს. ამის მოლოდინი არ აქვს 23.8 პროცენტს, ხოლო 10.8 პროცენტს უჭირს პასუხის გაცემა. ძალადობის სიმძიმე უფრო მეტად შეფასებულია თბილისსა და კახეთში. ძალადობის მსხვერპლი ყველაზე დიდია კახეთში. პოლიციისადმი არმიმართვის ძირითადი მიზეზები არის სირცხვილი, საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის შიში და დაუცველობის გრძნობა. ასევე, ქმრისგან კიდევ უფრო დიდი ძალადობის მოლოდინი. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ გასულ კვლევასთან შედარებით სიტუაცია აშკარად შეცვლილია და მოსახლეობა არსებული სერვისების შესახებ ბევრად უფრო ინფორმირებულია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.