სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალის სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის მხარეში 12:00 საათის მონაცემებით ელეტროენერგია არ მიეწოდება (სამეგრელო-ზემო სვანეთი - 16122 და გურია-80000) 24 122 აბონენტს.
უამინდობის გამო რეგიონულ ფილიალში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა მომსახურეობის ცენტრების აბონენტების ნაწილს.
სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ეკა ურიდიას ცნობით მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ტექნიკური ბრიგადები აწარმოებდნენ აღგდენით სამუშოებს, ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს.
"მუშაობის პროცესში შეფერხებები უგზოობამ გამოიწვია. ტექნიკურმა სამსახურმა დღეს დილიდანვე განაახლა აღდგენითი სამუშოები და ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს დღის ბოლომდე სრულად აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება",- განუცხადა რადიო "ათინათს" ეკა ურიდიამ.
მასალის გამოყენების პირობები