Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/b25336437810.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/b25336437810.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/b25336437810.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/b25336437810.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ანაკლიის პორტით ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდნენ
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგის "კონტი ჯგუფის" პრეზიდენტი კურტ კონტი მიიღო. შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია,"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრაზე განხილული იყო ანაკლიის პორტისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარების, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის საკითხები. ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ანაკლიის პროექტის მენეჯმენტით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს გააცნეს აღნიშნული პროექტის განვითარების მათეული ხედვა. "კონტი ჯგუფს" მსგავსი პროექტების მენეჯმენტის 100-წლიანი გამოცდილება აქვს. საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიას პროექტის განვითარებით ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდნენ. მისი თქმით, ანაკლიის პროექტი რეგიონული მოთამაშეების ინტერესებს უნდა აერთიანებდეს და საქართველოს მთავრობა გეგმავს, შეარჩიოს ისეთი სტრატეგიული მენეჯერი კომპანია, რომელიც პროექტის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს. ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ანაკლიის მასშტაბური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პორტის, ლოგისტიკური ცენტრის, საწარმოო ზონის, საერთაშორისო აეროპორტისა და სხვა ობიექტების ამოქმედებას, უნისონში უნდა იყოს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროექტთან, რომელიც ასევე მიმდინარეობს. "კონტი ჯგუფის" წარმომადგენელთა მომდევნო ვიზიტი საქართველოში 2014 წლის იანვრისთვის არის დაგეგმილი. "ipn"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.