"ბერკუტის" კიროვოგრადის სპეცდანიშნულების რაზმმა უარი თქვა კიევში, მაიდანის დარბევაზე. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. "ბერკუტის" ერთ-ერთი მეთაურის განცხადებით, კიროვოგრადის რაზმმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალის გამოუყენებლობის თაობაზე და უარი თქვა კიევში გამგზავრებაზე.
"მიუხედავად ჩვენს წინააღმდეგ მუქარისა და სავარაუდო სანქციებისა, მთელმა შემადგენლობამ – 220-მა სპეცრაზმელმა უარი თქვა ავტობუსებში ასვლაზე. გვიან ღამით 6 ავტობუსი კიევისკენ არ დაძრულა", - განაცხადა კიროვოგრადის "ბერკუტის" ერთ-ერთმა მეთაურმა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქვეგანყოფილებების მეთაურები თანამდებობიდან გადააყენეს.
"ipn"
მასალის გამოყენების პირობები