92 წლის ასაკში ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა. ჭაბუა ირაკლის ძე ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. მწერლის ბიგრაფიული მონაცემების მიხედვით, პირველი მოთხრობა მწერალმა "რატომ არ დამაცადე" 1960 წელს გამოაქვეყნა.
ჭაბუა ამირეჯიბის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები დათა თუთაშხიაა.
ასევე მის კალამს ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები: "გზა", "ძია შოთას ბადია" , არაკების კრებული "თაფლის წვეთი" , კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე.
ჭაბუა ამირეჯიბი ავტორია მოთხრობების "ჩემი მეჯღანე ბიძა" , "ხარის აღსარება", "გიორგი ბურდული" და სხვა.
2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში შეასრულა. როგორც მეუფე სერაფიმემ მაშინ ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით, ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეეძლო. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს
მასალის გამოყენების პირობები