საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ გუბერნატორებს მოუწოდა, 24-საათიან რეჟიმში იმუშაონ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კანცელარიაში ახალი გუბერნატორების წარდგენაზე განაცხადა.
"თქვენ ხართ წარმომადგენელი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის თითოეულ რეგიონში. შესაბამისად, თქვენზე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ რეგიონში დაწყებული, იქნება ეს ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტები, განხორციელდეს წარმატებით, ეფექტურად და დროულად, რომ არ იყოს ჩამორჩენა. ადგილზე უნდა გაეცნოთ არსებულ პრობლემებს. რაც მთავარია, მოსახლეობის პრობლემებს. დღევანდელი მთავრობა ვართ მოსახლეობაზე და ადამიანებზე ორინეტირებული მთავრობა. ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ადამიანი.
შესაბამისად, ჩემი მოწოდება არის, რომ 24-საათიან რეჟიმში იმუშაოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის", - მიმართა ღარიბაშვილმა ახალ გუბერნატორებს.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი გუბერნატორები დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად გაართმევენ თავს.
მასალის გამოყენების პირობები