საფრანგეთსა და დანიაში 21 ქართველი დააკავეს, რომელთაც ბინების ძარცვაში ედებათ ბრალი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Expatica.com იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში მოქმედი ქართველების 60-კაციანი კრიმინალური დაჯგუფება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ორი ათასამდე ძარცვაშია ეჭვმიტანილი.
ინტერპოლისა და ევროპოლის მიერ ჩატარებული ერთწლიანი გამოძიების შემდეგ, პოლიციამ დაჯგუფების 21 წევრი საფრანგეთისა და დანიის ტერიტორიაზე დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები