საქართველოს გზებზე ამ დროისთვის გარკვეული აკრძალვები ისევ მოქმედებს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის შემოსავლელი გზის ზაჰესი-რუსთავის მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ნატახტარი–ხუნევის მონაკვეთზე გუშინ დაწესებული აკრძალვა მოხსნილია. ამ დროისათვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. კახეთში ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის ვაზიანი–თელავის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის თბილისი(ლოჭინი)-წნორი მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მცხეთა–მთიანეთში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე ხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სამცხე–ჯავახეთში დიდთოვლობის გამო, ბორჯომი–ბაკურიანი–ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. იმერეთში თოვლისა და ქარბუქის გამო, გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის გომი–ზესტაფონის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ1–კმ56 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ36 მონაკვეთში თავისუფალია, ხოლო ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ინტენსიური თოვის გამო, ჩოლაბურის ხიდი–თერჯოლა–ტყიბულის საავტომობილო გზის კმ1–კმ29 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობის გამო, ძირულა–ხარაგაული–მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მოლითი–ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სამეგრელო–ზემო სვანეთში დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გურიაში დიდთოვლობის გამო, საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთი–ქობულეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ54 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აჭარაში დიდთოვლობის გამო, ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის კმ10-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქვემო ქართლში ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარცხისი–ნარდევანი მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"
მასალის გამოყენების პირობები