აშშ-ს სენატში განსახილველად შევიდა რეზოლუცია, რომელშიც სენატორები ითხოვენ, რომ ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ და კონგრესმა უკრაინის ხელისუფლებას სანქციები დაუწესოს, თუ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას მომავალშიც მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
"დღეს უკრაინელები პროტესტს გამოთქვამენ ქუჩებში, რადგან იციან, რომ ისინი საკუთარმა მთავრობამ რუსეთისგან მოკლევადიანი ფულადი მოგებისთვის გაყიდა", - ნათქვამია რეზოლუციაში.
ამასთან, რეზოლუციის ტექსტში სენატი მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, რომ ყველა იმ პირის, ვინ პასუხისმგებელია უკრაინაში განხორციელებულ ძალადობაზე, დაუწესდეს სავიზო შეზღუდვები და გაეყინოთ ანგარიშები.
"რეზოლუციაში ცხადად არის დაფიქსირებული, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან შემდგომი ძალადობა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც აისახება", - განაცხადეს სენატორებმა.
მასალის გამოყენების პირობები