მოადგილეების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. დღის ბოლომდე ჩამოვალ ზუგდიდში და ადგილზე გავეცნობი ვითარებას. ამის შესახებ რადიო „ათაინათს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლად დანიშნულმა გუბერნატორმა ლევან შონიამ განუცხადა.
მისვე თქმით, მას საკადრო ცვლილებებზე საუბარი ამ დროისთვის ნაადრევად მიაჩნია და ამბობს, რომ ის ყველა თანამშრომლის მუშაობას პირადად გაეცნობა.
„ჯერჯერობით არავის ხელის მომკიდი არ ვარ. ერთ დღეში ვითარებას ვერ შევისწავლი“, - აცხადებს ლევან შონია.
ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ლევან შონია მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები