იანვარ-ნოემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 მილიარდ 681 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური ავრცელბე. მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი საქართველოდან 20 პროცენტით გაიზარდა და 2 მილიარდ 618 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტი 2 პროცენტით შემცირდა და 7 მილიარდ 64 მილიონ დოლარი შედგინა.
საქტსტის ცნობით, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თერთმეტი თვის განმავლობაში შარშანდელთან შედარებით 550 მილიონი ლარით (10 %-ით) შემცირებულია და 4 მილიარდ 446 მილიონ დოლარს შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაზუსტებული მაჩვენებლები მიმდინარე წლის 24 დეკემბერს გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები