Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/1354706487_tbilisis-meria.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/1354706487_tbilisis-meria.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/1354706487_tbilisis-meria.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/1354706487_tbilisis-meria.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ყოფილი გამგებლის და მისი მოადგილის დაკავების საკითხზე თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებლის, ლაშა ფურცხვანიძის და მისი ყოფილი მოადგილის, კობა ხარშილაძის დაკავების საკითხზე თბილის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულ იქნა ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე. აღნიშნულ საკითხზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ქ. თბილისის მერიისათვის ცნობილი იყო და ის არ დაწყებულა ახალი ხელისუფლების პერიოდში. თავის დროზე კომპანია ,,გრინსერვის"-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მწვავე რეაქცია ჰქონდა ქ. თბილისის მერსაც, რომლის გადაწყვეტილებითაც 2012 წლის მაისში თბილისის მთავრობის სხდომაზე გაუქმებულ იქნა აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო საქმის მასალები შემდგომი შესწავლისთვის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა. ხაზგასასმელია, რომ დღეს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა პირები, რომლებიც ამ საქმეზე წელიწადნახევრის განმავლობაში არაერთხელ დაიკითხნენ, მათ არ უცდიათ გამოძიებისთვის ხელის შეშლა ან/და მიმალვა. შესაბამისად 2007 წელს ჩადენილი დანაშაულის გამო მათი დღეს დაკავება გარკვეულ ეჭვსა და შეკითხვებს ბადებს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ერთ-ერთი დაკავებული, კობა ხარშილაძე, პროკურატურას არაერთხელ დაკითხული ჰყავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე (ის წლების განმავლობაში მის პირად დაცვაში მუშაობდა). ამასთანავე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ უკვე წელიწადნახევარია მიმდინარეობს გამოძიება თბილისის მერიის თანამშრომლების მიმართ ,,თბილისის განვითარების ფონდიდან" თანხების წინაასაარჩევნო მიზნებისთვის ხარჯვის თაობაზე. საგამოძიებო ორგანოების მოთხოვნით რუსთავის საქალაქო სასამართლომ უკვე მესამედ გააგრძელა გამოძიების ვადა, ისე რომ ბოლო თვეების განმავლობაში არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ (ანუ ფაქტიურად გამოძიება შეჩერებული იყო). დღეს ამ საქმეზე ბრალდებული პირები წინასწარ გაგზავნილი უწყების გარეშე, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზნით დაიბარეს ქვემო ქართლის ფინანსურ პოლიციაში. ეს ფაქტიც აღძრავს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ გადაწყვეტილებებს თბილისის მერიაზე პოლიტიკური ზეწოლის კამპანიური ხასიათი აქვთ. ჩვენ არ ვამტკიცებთ და არც ვუარყოფთ რაიმეს, დაველოდებით გამოძიების შედეგებს, თუმცა ამ ეტაპზევე საჭიროდ მიგვაჩნია ამ შეკითხვების საჯაროდ დასმა, იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ საგამოძიებო ორგანოების პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენების ფაქტებზე. ამ მიზნით მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მონიტორინგი გაუწიონ ამ საქმეებს, რომ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არ დარჩეს პასუხგაუცემელი შეკითხვები", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.