Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/1459672_568389063235707_1069315325_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
"გამჭვირვალობას" თვითმმართველობის კოდექსის 30-მდე მუხლის მიმართ აქვს შენიშვნები და რეკომენდაციები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ზუგდიდის ოფისმა დღეს, 17 დეკემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდეექსის პროექტზე შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ახლი კოდექსის, 30-მდე მუხლის მიმართ აქვთ შენიშვნები და რეკომენდაციები. მათ შორის, ქალაქის სტატუსის მინიჭების საკითხზე, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების, უფლებამოსილების დელეგირების წესის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებების და ა.შ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსის არჩილ თოდუას განმარტებით, „გამჭვირვალობა“ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ქვეყანაში თვითმართველობის რეფორმის გატარება აუცილებელია, თუმცა აქვე დასძენს, რომ კოდექსი უფრო დახვეწილი და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს უნდა იყოს მორგებული. „დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული შენიშვნები და რეკომენდაციები თვითმმართველობის კოდექსთან მიმართებაში. თუმცა ეს შენიშვნები და რეკომენდაციები არ გულისხმობს იმას, რომ კოდექსი არ უნდა იყოს მიღებული“, - ამბობს არჩილ თოდუა. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნლები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.