Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/3728901-semitrailer-transporting-new-cars-export-import-of-goods.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლა ავტომობილების ექსპორტს საქართველოდან 20%-ით შეამცირებს
სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლა ავტომობილების ექსპორტს საქართველოდან 20%-ით შეამცირებს, - განუცხადა bpn.ge-ს კომპანია ”my auto”-ს ავტობაზრობის მარკეტინგის მენეჯერმა აკაკი გრიგოლიამ. მისი თქმით, 2010-2011 წლებში, როდესაც ყაზახეთი რუსეთ-ბელარუსთან ერთად ეკონომიკურ ბლოკში გაწევრიანდა და მათ შორის ერთიანი საბაჟო ტარიფები ამოქმედდა, ცენტალურ აზიაში საბაჟო გადასახადებმა ავტომობილების იმპორტზე შესამჩნევად მოიმატა. საქართველო, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების ძირითადი მიმწოდებელი იყო, ბელარუსმა ჩაანაცვლა, რომელთანაც ყაზახეთი ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ვაჭრობს. ”ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების გამო, მაშინ ქართველ დილერებს რეალიზაცია 80% -ით შეუმცირდათ, მხოლოდ აზერბაიჯანის ხარჯზე მოხერხდა ამ დანაკარგის კომპენსაცია. თუ ამ კავშირს სომხეთიც შეურთდება, გაყიდვები, სავარაუდოდ, 20%-ით შემცირდება, რადგან ამ ქვეყანას საერთო ექსპორტში სწორედ 20% უკავია”, - აცხადებს გრიგოლია. თუმცა, ავტოდილერი მომავალს მაინც ოპტიმისტურად უყურებს. ”ავტომობილებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით ექსპორტმა 25%-ით მოიმატა. გარდა ამისა, სერიოზული ზრდა დაფიქსირდა შიდა ბაზარზეც, მისმა მოცულობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 11%-ით მოიმატა”, - აცხადებს გრიგოლია. აღსანიშნავია, რომ ავტომობილებს საექსპორტო ჯგუფებში პირველი ადგილი უკავია. მათი საერთო ღირებულება წელს 10 თვის განმავლობაში 569 მილიონი დოლარით განისაზღვრა, სომხეთის წილად, აქედან, დაახლოებით, 115 მილიონი დოლარია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.