თბილისის მერი გიგი უგულავა მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. უგულავა საქართველოს მთავარ პროკურატურაში საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით არის დაბარებული.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა" და ააიპ "თბილისის გავნითარების ფონდის" თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.
მასალის გამოყენების პირობები