Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/ministri1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/ministri1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/ministri1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/ministri1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მზად არის, შეასრულოს სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია
საქართველო მზად არის,  შეასრულოს სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის 42-ე სესიაზე განაცხადა , რომელსაც საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა მასპინძლობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო გააუმჯობესებს სატრანსპორტო გარემოს, ითანამშრომლებს ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში, იქნება ენერგეტიკის მწარმოებელიც და გამტარიც, აგრეთვე ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას წევრ ქვეყნებს შორის. "ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველო შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის თავმჯდომარე ქვეყანაა და საპარლამენტო ასამბლეის 42-ე სესიას მასპინძლობს. საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რადგან ეს ორგანიზაცია თითქმის სრულად მოიცავს ჩვენს გეოპოლიტიკურ არეალს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საბედნიეროდ, ამ ორგანიზაციამ დროის გამოცდას გაუძლო და, მიუხედავად იმისა, რომ წევრ სახელმწიფოებს სხვადასხვა მიმართულებით აქვთ პრობლემები, ამ ორგანიზაციის ფარგლებში კვლავ ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმდინარეობს ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და საფინანსო სფეროებში", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს და მაქსიმალურად გაღრმავდეს ეს თანამშრომლობა და ურთიერთობები ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან. "მეტად მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის სისტემაში საპარლამენტო კომპონენტის ჩართვა და გააქტიურება, რათა პოლიტიკურმა ძალებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საქმეში. საქართველო მზად არის ღიაობისთვის, მზად არის შეასრულოს სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია, გააუმჯობესოს სატრანსპორტო გარემო, ითანამშრომლოს ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში, იყოს ენერგეტიკის მწარმოებელიც და გამტარიც, აგრეთვე ხელი შეუწყოს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას წევრ ქვეყნებს შორის", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. "ipn"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.