Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/sozariii.mza_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/sozariii.mza_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/sozariii.mza_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/sozariii.mza_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ციხეებში ამ დროისთვის 961 პატიმარი შიმშილობს
ციხეებში ამ დროისთვის 961 პატიმარი შიმშილობს, აქედან - გეგუთის ციხეში 909, სხვა ციხეებში - 52, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, 52 პატიმარი კარგა, ხანია შიმშილობს, 909 პატიმარმა კი შიმშილობა გუშინ დაიწყო. როგორც მინისტრმა განმარტა, სამინისტროს არაფერი შეუძლია, მათზე მუდმივი ზედამხედველობის გარდა, რადგან თემები, რომლებსაც მსჯავრდებულები აყენებენ, არის სამართლებრივი ან პოლიტიკური ხასიათის. "სამართლებრივია, როდესაც თითოეული მათგანი ითხოვს მისი პირადი საქმის გადახედვას და ამაში სამინისტრო ვერ ჩაერევა. პოლიტიკური ხასიათის არის ისეთი გადაწყვეტილება, საქმეების გადახედვის რა მექანიზმი იარსებებს - კომისია თუ სხვა რამ. არსებობს საკანონმდებლო ხასიათის მოთხოვნებიც, როგორიც არის გარკვეული მუხლების გაუქმება ან ლიბერალიზაცია და ესეც სულ სხვა თემაა. სამინისტროს მათ ჯანმრთელობაზე ყოველდღიური ზედამხედველობის გარდა, არაფერი შეუძლია", - განაცხადა სუბარმა. მინისტრის შეფასებით, პატიმრების მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება სამინსიტროს მხირდან არ არსებობს, შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი შიმშიმლობის შეწყვეტაა. "კომისიის შექმნაზე ჩვენ ვმუშაობთ და შესაძლოა, ცალკეულ საკითხებზე მოვრიგდეთ, თუ ისინი დიალოგზე წამოვლენ. მაგრამ თუ საუბარია 223-ე, 260-ე ან 262-ე მუხლების გაუქმებაზე, ამ საკითხზე ვერ შევთანხმდებით. დიალოგისთვის ჩვენ მზად ვართ, თუმცა გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში",- აღნიშნა სუბარმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.