Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/putini.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/putini.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/putini.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/putini.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ვლადიმერ პუტინი - საქართველოს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შემეცვალა, თუმცა ხალხისადმი დამოკიდებულება უცვლელი დარჩა
საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შემეცვალა, თუმცა ქართველი ხალხის მიმართ ჩემი დამოკიდებულება , როგორი კეთლგანწობილიც იყო, ისეთივე დარჩა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე უპასუხა. "პირადად მე საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შემეცვალა, თუმცა ქართველი ხალხის მიმართ – არა. ჩემი დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი ისეთივე კეთლგანწყობილი დარჩა, როგორიც იყო. ყველაზე რთულ დროსაც კი, როცა კავკასიაში სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა, თქვენთვის კარგად ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით, მაშინაც კი ქართველი ხალხისადმი დამოკიდებულება ყველაზე კეთილგანწყობილი იყო. უნდა ითქვას, რომ იმ რთულ მომენტებშიც კი, თავად ქართველის ხალხის რუსეთისადმი დამოკიდებულებით მტკიცდებოდა. არ მახსოვს, ეს აქამდე მითქვამს თუ არა, მაგრამ ერთ-ერთ ქალაქში მოხუცი მამაკაცი მივიდა ჩვენს სამხედროსთან და ჰკითხა, აქ რას ეძებთ, აქ რა გინდათ, მიდით, თბილისში წადით და მიშა წაიყვანეთ, მე რას მიყურებთო. როგორც იცით, ჩვენ სამხედროები დავკარგეთ, ჩვენების თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ერთ-ერთ სამხედროსთან მოხუცი ბებია მივიდა, წაიყვანა, დააპურა. როდესაც ვამბობ, რომ ქართველი ხალხის მიმართ ყველაზე კეთილი დამოკიდებულება მაქვს, არ ვხუმრობ და არც ირონიით ვამბობ", - განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე. როიგორც რუსეთის პირველმა პირმა განაცხადა, რუსეთსა და საქართველოს ძალიან ღრმა ურთიერთობები აქვთ, როგორც კულტურული, ისე რელიგიური თვალსაზირისით. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები რუსეთის გამო არ დაწყებულა და ყველამ აღიარა, რომ რუსეთს არც სამხედრო ქმედებები დაუწყია. "არსებობს პრობლემები, რომელიც ჩვენს გამო არ დაწყებულა, ეს სამხედრო ქმედებები ჩვენ არ დაგვიწყია. ეს ახლა უკვე ცხადია და ყველამ აღიარა. მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ ათასჯერ ვუთხარით, ნუ გააკეთებთ ამას, ნუ დაუშვებთ სისხლისღვრას. მაგრამ არა, მაინც მიიყვანეს საქმე აქამდე. ახლა შეიქმნა განსაზღვრული რეალობა. ჩვენ არ შეგვიძლია, ანგარიში არ გავუწიოთ ამას. მაგრამ ვხედავთ იმ სიგნელებს, რომელსაც საქართველოს ახალი ხელისუფლება იძლევა. არ ვიცი, რას გულისხმობდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიძლება ეს უწყებასთან დაკავშირებული საკითხებია. მაგრამ საქართველოში სიტუციის ისე განვითარება, რასაც ახლა ვხედავთ, ვფიქრობ, ჩვენ სავსებით შეგვეძლება დავაბრუნოთ უვიზო რეჟიმი. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს დაეხმარება ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობაში, დაეხმარება ქართველ მეწარმეებს რუსულ ბაზაზრზე მუშაობაში და საერთოდ, შექმნიდა პირობებს ჩვენი ურთიერთობების საბოლოო ნორმალიზების დასრულებაში", - განაცხადა პუტინმა. "რუსთავის 2"-ის ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაზე არის რუსეთი მზად, საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის და პირადად მას შეეცვალა თუ არა პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ჟურნალისტმა პუტინს ასევე შეახსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გუშინდელი განცხადება, რომ რუსეთი ამ ეტაპზე მზად არ არის, გააუქმოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.