Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/07/scbjirkoxesemgqlxqww.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს დაიწყოს გამოძიება „მე-9 არხის” ჟურნალისტის, ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. 2012 წლის 27 ივლისს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ტელეკომპანია „მე-9 არხის” ჟურნალისტის, ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ. იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს ნოდარ ჩაჩუას. ახსნა–განმარტების თანახმად, 2012 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მას უცნობი მამაკაცი შეხვდა, რომელმაც მოსთხოვა ჩამჯდარიყო იქვე მდგარ ავტომანქანაში. ჟურნალისტი დაემორჩილა უცნობი მამაკაცის მოთხოვნას, ჩაჯდა ავტომანქანაში, სადაც მას კიდევ ორი პირი დახვდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე უცნობმა პირებმა მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, აჩვენეს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და განუცხადეს, რომ მათი დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოახდენდნენ ჩანაწერის განსაჯაროებას. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, უცნობ პირებს მისთვის ვინაობა არ უცნობებიათ, მხოლოდ ის განუმარტეს, რომ იყვნენ ,,სამსახურის“ წარმომადგენლები და შეეძლოთ მისთვის პრობლემების შექმნა. ახსნა–განმარტების თანახმად, აღნიშნული პირები ჟურნალისტს განმეორებით 2012 წლის 26 ივლისს შეხვდნენ, როდესაც კვლავ აგრძელებდნენ მსგავს რიტორიკას. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნოდარ ჩაჩუას მიერ ახსნა-განმარტებაში მოცემული ინფორმაცია შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალსიწინებულ დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისად აღნიშნული ფაქტების შესწავლა და სათანადო რეაგირების განხორციელება საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.