ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსად ლევან ქარდავა დაინიშნა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. ქარდავამ აღნიშნულ თანამდებობაზე კობა ხარებავა ჩაანაცვლა, რომელიც სამმართველოს უფროსად გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. შს სამინისტროს ცნობით ხარებავა ფოთის პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
ლევან ქარდავა, უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა დროს შს სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები