Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/ffff.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/ffff.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/ffff.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/ffff.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ზუგდიდის სოფლებში არსებული პრობლემების შუალედური ანგარიში
ზუგდიდის გამგეობის სააქტო დარბაზში დღეს, 25 დეკემბერს  პროექტ “საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის” ფარგლებში  მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში გამართული შეხვედრების შუალედური ანაგრიში წარმოადგინეს. ანგარიშში წარმოდგენილი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თხუთმეტ სოფელში გამოვლენილი პრობლემები და მოსახლეობის საჭიროებები. კოალიციურ პროექტს ასოციაცია „ათინათი“, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ზუგდიდის ოფისი  და “სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი” ახორციელებს. ანაგრიშის პრეზენტაციას  ზუგდიდის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ზემოაღნიშნული ანგარიშის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობას ძირითადად ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხები აწუხებთ. კერძოდ, ყველაზე მწვავედ დგას სანიაღვრე არხებთან, გზების რეაბილიტაციასან და საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები. „ჩვენი რეკომენდაციაა ის, რომ ამ პროექტების ჩამონთვალი, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ,  გათვალისწინებული იყის 2014 წლის ბიუჯეტში. ასევე, როცა მუნიციპალიტეტი გეგმავს გარკვეული ხარჯების გაწვევას გაითვალისწინონ ანგარიშში ასახული პრობლემები“, - ამბობს არჩილ თოდუა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი თოდუას განცხადებით, იმ ინფრასტრუქტურული  პრობლემების ნაწილი რომელიც ანგარიშშია ასახული 2014 წ წლებში მოგვარდება, ნაწილი კი მოდევნო საბიუჯეტო წლებში. ცნობისთვის, პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში პერიოდულად იმართება შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან. შეხვედრაზე მიმოიხილება ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები. ასევე, ხდება კონკრეტულ თემში არსებული პრობლემების მოკვლევა, რაც გათვალისწინებულ იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში. კოალიციური პროექტი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.